“ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის”

27 სექტემბერი არის საქართველოს უახლეს და არა მხოლოდ უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღი – სოხუმის დაცემს დღე. ამ ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირია ქვეყნის შიგნით და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი, რასაც ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, ეს იყო ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ და ამ ომს არ ყავს გამარჯვებული.

“ჩვენ ყველა დაღუპულის ხსოვნას მივაგებთ პატივს, ყველა მათგანი არის გმირი.აფხაზეთის ომში დაღუპულთა გმირობა უნათებდა ქართველ ჯარისკაცებს შემდგომი არაერთი შეიარაღებული კონფლიქტის დროს გზას, სწორედ მათი გმირობა იყო ყველასთვის მაგალითის მიმცემი. ყველამ უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაშუსოთ ეს იარები, როგორ გავაერთიანოთ ქვეყანა, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. მშვიდობიანად უნდა ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა, რომელიც აუცილებელია, რათა ქვეყანა განვითარდეს, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ აფხაზებეთან და ოსებთან ერთად, იცხოვრონ ერთიან ქვეყანაში,მეგობრობაში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატია“ყველანაირი მცდელობა მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილურობის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი”