ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან – ლაზარეს დედა

“აქამდე ამაზე გვისაუბრია, თუ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთქო და ახლა პირდაპირ მივდივართ მასთან… კი ველოდი, მაგრამ მაინც სანერვიულოა ეს ამბავი და ლაზარესაც, სავარაუდოდ, ასეთი განცდა ექნება. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან… მე კომუნიკაცია უშუალოდ არ მქონია, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ბევრმა მიაწოდა ინფორმაცია ლაზარეს თაობაზე და აქედან გამომდინარე, ინფორმირებულია და ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს.”

ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიმივდივართ პრეზიდენტთან, მივმართავ შეწყალების თხოვნით – ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი
შემდეგი სტატიასამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მე-11 კლასელი დააკავეს