ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ დაცული იყოს ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისა და გამოხატვის უფლებები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2019 11:33

ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ დაცული იყოს ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისა და გამოხატვის უფლებები

ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ დაცული იყოს ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისა და გამოხატვის უფლებები, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განაცხადა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

მისი თქმით, მსგავსი სახის მოვლენებში გაერო-ს უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ასპექტები აინტერესებს.

„გაერო-ს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აინტერესებს ამ მოვლენებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ასპექტები. ისევე როგორც ადრე, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ დაცული იყოს ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისა და გამოხატვის უფლებები“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაცია ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა გაავრცელა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2019 11:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics