კომპანიის ფეისბუქ გვერდს უკანონოდ იყენებენ – რუსთავი 2

რუსთავი 2-მა გაავრცელა განცხადება, რომ კომპანიის ფეისბუქ გვერდს უკანონოდ იყენებენ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩნდება პოსტები, რომლებსაც “მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს”. მათი თქმით, არაერთხელ მოთხოვნის მიუხედავად, მელაძისგან გვერდზე ადმინისტრატორის უფლებები ვერ დაიბრუნეს. რუსთავი 2 საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ნოდარ მელაძეს უპასუხისმგებლო ქმედებაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქმედება, შესაძლოა, კიბერდანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

“მთავარი არხის” ფეისბუქ პოსტი რუსთავი 2-ზე ორჯერ გაზიარდა. როგორც პაატა სალია ამბობს, რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი ნოდარ მელაძეა, მიუხედავად იმისა, რომ მან სამსახური დატოვა.

არხის განცხადებას რ2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნოდარ მელაძემ უპასუხა.

“ტყუილია 1 – რუსთავი 2 ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში, რა ლაივი გავუშვი პირადად მე – პასუხი არცერთი.

ტყუილია 2 – ამ დრომდე, არ მიმიღია არცერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი , არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.

“უპასუხისმგებლობა” – Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გავარგძელება ექნება, ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს….”, – წერს მელაძე საპასუხო კომენტარში.

9 სექტემბერს “მთავარმა არხმა” მაუწყებლობა დაიწყო.

რუსთავი 2-დან წამოსული თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა არხმა ეთერი 9 სექტემბერს, 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებით გახსნა. საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” ყოფილ წამყვანებს, დიანა ჯოჯუას და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ. რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამ სახელწოდებით ახალი ტელევიზია რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირა. გვარამიამ რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

სალიამ 20 აგვისტოს არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციოს ხელმღვანელი და პოლიტიკური და გასართობი შოუების წამყვანები, მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ამავე და მომდევნო დღეს რუსთავი 2 დატოვეს სხვა ძირითადმა სახეებმა და გუნდმა. საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია არხმა 5 სექტემბერს მიიღო.

banner
წინა სტატიაშიყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ დაცული იყოს ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისა და გამოხატვის უფლებები
შემდეგი სტატიასაჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს