“ყველა უბანზე გავალთ… ავღკვეთავთ ფულის დარიგებას” – ლევან ვარშალომიძე ბათუმში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი აჭარაში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ 10:00 საათის მონაცემებით მხოლოდ ბათუმში 20-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების ფაქტს.

„ყველასთვის ნათელია და გასაგებია უკვე… დილის 10:00 საათისთვის მხოლოდ ბათუმში 20 -ზე მეტი დარღვევაა უკვე დაფიქსირებული. უფრო მეტს გეტყვით, კარგად ვნახეთ კადრები ბათუმის #1 საშუალო სკოლასთან როგორ ხდებოდა ფულის დარიგება. პირდაპირ გეტყვით, ვერ მოახერხებენ იმიტომ, რომ ყველა უბანზე გავალთ. ავღკვეთავთ ფულის დარიგებას. მინდა მთელს საქართველოს ვთხოვო, ბიძინა ივანიშვილმა, რომ არ გააყალბოს არჩევნები ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ვიყოთ აქტიურები და პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ უბანს ჩვენ დავიცავთ,“-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაპანკისელები პროტესტს ბიულეტენზე მინაწერებით გამოხატავენ