ყველა თანამდებობის პირს უნდა ესმოდეს, პასუხისმგებლები იქნებიან შესაძლო ფატალურ შედეგებზე – საძაგლიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ადვოკატებმა მოინახულეს. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ თითოეულ თანამდებობის პირს, ვინც პროცესში აქტიურად ან პასიურად მონაწილეობს უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებელი იქნება შესაძლო ფატალურ შედეგზე.

“ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თითოეული თანამდებობის პირს, ვინც ამ პროცესში აქტიურ, ან პასიურ მონაწილეობას მაინც იღებს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი იდენტიფიცირება ბუნებრივია შესაძლებელია და მათი სახელები და გვარებია არ გაქრება. ისინი პასუხისმგებელი იქნებიან, ყოველთვის იმ შესაძლო ფატალურ შედეგებზე რაც შეიძლება განუვითარდეს. პრეზიდენტის პასუხისმგებლობა უფრო მაღალია, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მესამე პრეზიდენტი. მათ შორის მორალური ვალდებულება აქვს, სამართლებრივ ვალდებულებას რომ თავი დავანებოთ, მაგრამ, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ის არანაირ ქმედებას ამ მიმართულებით არ ახორციელებს”, – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი არა შეწყალება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვაა.

“ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ რაღაც შეწყალება იყოს ის, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდება, არამედ ჩვენი მიზანია, რომ ამ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, რისთვისაც სამწუხაროდ საქართველოს პენიტენციურ სისტემას არ შეუძლია სათანადო პასუხის გაცემა. ამიტომ შეწყალება იქნება ეს თუ, ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც მას მისცემს საშუალებას მიიღოს სამედიცინო დახმარება ადეკვატურად და ეს სამწუხაროდ საქართველოში შეუძლებელია, იქნება სწორი ნაბიჯი”, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, იძულების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და დაფარვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს – მედია