უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს – მედია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება რუსკა ლოზოვაია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და ახლა ის მთლიანად უკრაინის ჯარების კონტროლის ქვეშაა, – ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი კაზანსკი „ტელეგრამზე“ იუწყება.

მისი თქმით, სწორედ ამ სოფლიდან შეუტიეს რუსებმა ხარკოვს.

„სწორედ ამ ტერიტორიიდან, როდესაც ის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, მტერმა ცეცხლი გაუხსნა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ უბნებს“, – აცხადებს ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიყველა თანამდებობის პირს უნდა ესმოდეს, პასუხისმგებლები იქნებიან შესაძლო ფატალურ შედეგებზე – საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა