“ყველა პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს, პარლამენტში ადგილის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემა” – ჩუგოშვილი

ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს ხალხში, აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილი მოიპოვოს პარლამენტში – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

„ყველა ძალიან კარგად დაინახავს, ვინ ასრულებს ამ პოლიტიკურ პროცესებში კონსტრუქციულ როლს და ვინ ასრულებს დესტრუქციულს. პოლიტიკური პარტიები, რომელიც წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, როგორც კი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წავიდა საუბარი, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამისთვის ჩვენი პარტნიორები ნახავენ თვალნათლივ, ვინ რა როლს ასრულებს პოლიტიკურ რევოლუციაში. ჩვენი ინიციატივის მიხედვით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს ხალხში, აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილი მოიპოვოს პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ზოგი ამბობს, რომ კარგია ნულოვანი ბარიერი, ზოგი ამბობს, რომ უნდა იყოს სამი პროცენტი. ყველა გამოდის თავისი პარტიული ინტერესიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ დავაბალანსოთ ეს ინტერესები. ბლოკების თემა ჩემთვის გაუგებარია. პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ შეუძლია 11-12 ათასი ხმა მიიღოს და მაინც ითხოვს ადგილს პარლამენტში, მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად ეკუთვნის მათ ადგილი საკანონმდებლო ორგანოში.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა – ყველა, ვინც ეწინააღმდეგება პროპორციულ არჩევნებს, მიაქანებს ქვეყანას ახალი არეულობისკენ და სახელმწიფოებრიობის ნგრევისკენ
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – პროპორციული არჩევნები მოგვიტანს პარლამენტში ზუსტად იმ განწყობების ასახვას, რაც არის რეალურად საზოგადოებაში