ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი – კალაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე

გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მეთოდებით შანტაჟი. ყველა ერთად – საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი- შევთანხმდით, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია. შესაბამისად, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გავრცელება და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაში“თუ შსს აკავებს 16 ადამიანს, მაშინ უნდა დაგვისაბუთოს… ისინი არ არიან ამ ნაბიჭვრობის სათავე…”- ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : შსს-მ ჩანაწერების მესამე რიგის გამავრცელებლებს არ უნდა შეაწმინდოს ხელი, დასადგენია, ვინ დგას ამის უკან