“თუ შსს აკავებს 16 ადამიანს, მაშინ უნდა დაგვისაბუთოს… ისინი არ არიან ამ ნაბიჭვრობის სათავე…”- ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ფარული კადრების გავრცელების საქმეზე 16 ადამიანის დაკაებას ეხმაურება. ჯაფარიძე ამბობს, რომ შსს-მ უნდა დაასაბუთოს მათი ბრალეულობა, პირველწყარო და ის, რომ ეს 16 ადამიანი ორგანიზებული ჯგუფია:

“ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით შსს-მ მიერ 16 ადამიანის დაკავებაზე

4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება ამ ხალხს

სხვა ადამიანის პირადი ხასიათის ვიდეოს მისი ნებრათვის გარეშე გადაღება, შენახვა, გავრცელება არის სრულიად მიუღებელი

თუმცა, თუ შსს აკავებს 16 ადამიანს, მაშინ უნდა დაგვისაბუთოს:

1. რომ ეს 16 ადამიანი ორგანიზებული ჯგუფია, რომელიც ამ კადრების გავრცელებას ახდენდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნით (მიზანია აქ მნიშვნელოვანი, რადგან ყველასთვის ცხადია რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კადრების გავრცელებას სწორედ პოლიტიკური მიზანი ჰქონდა!)

2. რომ მიაგნო კადრების გავრცელების წყაროს! (წყაროა აქ მნიშვნელოვანი, რადგან, ისევ და ისევ, ყველასთვის ცხადია რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კადრების გავრცელებას ქონდა პოლიტიკური მიზანი!)

სხვა შემთხვევაში ნათელი იქნება რომ შსს-მ დააკავა რიგითი მოქალაქეები, რომელთაც, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ჩაიდინეს არასწორი საქციელი (მართლა მიიღეს ელექტრონულად ის ფაილი და შეიძლება მართლა გადაუგზავნეს ვინმეს), ისინი არ არიან ამ ნაბიჭვრობის სათავე და არ მოქმდებდნენ პოლიტიკური მოტივებით

შესაბამისად, შსს-ს ეს ქმედება იქნება აღქმული არა როგორც გულწრფელი მცდელობა გამოავლინოს და დასაჯოს რეალური დამნაშავე ან დამნაშავეთა ჯგუფი, არამედ გულუბრყვილო და არაინფორმირებული მოქალაქეების (რომელთაც ფორმალურად ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული) მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკავებით გადაფაროს ის ფაქტი რომ არ გამოუვლენია დანაშაულის პირველწყარო და არ დაუდგენია დანაშაულის მოტივი!

და ასეთ შემთხვევაში იმ 16 ადამიანის 4-დან 8 წლამდე ციხეში გაშვება არის წარმოუდგენელი უსამართლობა!!” წერს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ
შემდეგი სტატიაყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი – კალაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე