ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

gulis eleqsiri

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წინა სტატიაშიმელია: ჩემი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი
შემდეგი სტატიაიოსელიანი: ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ თუ 3-პროცენტიან ბარიერს დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ, ხუთს სჯობს