იოსელიანი: ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ თუ 3-პროცენტიან ბარიერს დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ, ხუთს სჯობს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცებისთვის ოპოზიციური რესურსია საჭირო.

შესაბამისად, იოსელიანის თქმით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი არ არის, რამდენი იქნება საარჩევნო ბარიერი.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით რომ გავიდეს, ამას ოპოზიციური რესურსი სჭირდება. ანუ, ოპოზიციური პარტიები უნდა დავეთანხმოთ. ამიტომ, მხოლოდ „ქართული ოცნები“ გადასაწყვეტი არ არის, რამდენი იქნება საარჩევნო ბარიერი. 2-პროცენტიანი ბარიერი არის ოპტიმალური გამოსავალი ამ ეტაპზე. თუმცა, 2,5 ან 3 პროცენტი რომ იყოს გრძელვადიანად, არ მიმაჩნია, რომ რაიმე პრობლემა იქნება.

ორი მოწვევის პარლამენტში 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი საუკეთესო ვარიანტი მგონია. ოპოზიციას ეს ცვლილება რომ არ მოსწონებოდა, მხარს არ დაუჭერდა. გენერალური პროკურორის ჩანაწერი მე არ მომწონდა, მაგრამ მეორე მხარეს უფრო მეტი სიკეთე იდო, ამიტომ ოპოზიციამ მხარი დაუჭირა. თუ 3-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“, მეც დავუჭერ მხარს, რადგან 3-პროცენტიანი ბარიერი 5- პროცენტიანს სჯობს. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა აირჩიო ნაკლებად კარგი და მეტად კარგი, ამ შემთხვევაში, ნაკლებად კარგის არჩევა მომიწევს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა
შემდეგი სტატიაბანკში შეჭრილ შეიარაღებულ პირს, სავარაუდოდ, 12 მძევალი ჰყავს