ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ხვალ უშიშრეობის საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც “თაიმერს” უშიშროების საბჭოდან აცნობეს, სხდომა 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხობს