ხვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ

ხვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატმა დაუდასტურა. სესია 11:00 საათზე ჩაინიშნა. გია გვაზავა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებდა, სრული ალბათობით დატოვებს აღნიშნულ თანამდებობას. “თაიმერის” ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება – დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია. ამავე დროს, “თაიმერი” წყარო არ გამორიცხავს სხდომის გადადებას. პროცედურის მიხედვით ხვალ ასევე მოხდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების, ფრაქციებისა და კომისიის თავმჯდომარეების დამტკიცება.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ომეგა ჯგუფი“ განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიაეკლესია უნდა გათავისუფლდეს მესიანისტური იდეებისა და იდეოლოგიზებული კლიშეებისაგან!