ეკლესია უნდა გათავისუფლდეს მესიანისტური იდეებისა და იდეოლოგიზებული კლიშეებისაგან!

ხშირად მეკითხებიან თუ რა უნდა მოხდეს, იმისათვის რათა ეკლესია გამოვიდეს კრიზისული მდგომარეობიდან. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეკლესიამ უნდა მოახდინოს რესტრუქტურიზაცია, კონსტიტუციასთან თანხმობა, რაც წესრიგის გარანტორი იქნება. უნდა მოხდეს საეკლესიო მართვა-გამგეობის რედაქტირება და მისი მისიდაგება თანამედროვე რეალობასთან, უნდა განისაზღვროს ქონებრივი ლიმიტი და გამჭვირვალობა, უნდა შემოვიღოთ აუდიტი და ფინანსური მონიტორინგი, რაც გააკონტროლებს ხაჯთაღრიცხვასა და თანხების მიზნობრიობას, უნდა შემოვიღოთ გაცვლითი პროგრამები წამყვან დასავლურ სასწავლებლებთან და წამოვიწყოთ სამღვდელოების გადამზადება, უნდა შემუშავდეს სოციალური დოქტრინა და პრიორიტეტი უნდა გახდეს განათლება, მეცნიერება და დიალოგი გარე სამყაროსთან. უნდა ამუშავდეს სეკულარული პრინციპი, ეკლესია უნდა მოეშვას პოლიტიკანობას და დაიწყოს მისიონერობა, თავისუფლების არსის სწორად გადმოცემა და ქველმოქმედება. მოკლედ, რომ ვთქვათ, ქრისტე უნდა დავაბრუნოთ ეკლესიაში! რუსეთს სინოდის დონეზე უნდა ეწოდოს მტერი, ოღონდ ძერჟავნიკულ მდგენელს და არა რუს ერს! უნდა შეფასდეს სამართლებრივად და სულიერად ბოლშევიზმი, კომუნიზმი და ზვიად გამსახურდიას დამხობა. ანუ უნდა დავკრძალოთ ჩვენი მიცვალებული. ე.ი. სახელი უნდა დაერქვას წარსულ ბატალიებსა და შეცდომებს! ამასთან, აუცილებელია საეკლესიო სასამართლოს (დიკასტერია) აღდგენა. მეტი კომუნიკაციაა საჭირო საზოგადოებასთან და და-ეკლესიებთან! აგრეთვე, “პენსიაში” უნდა წავიდნენ ფანატიკური და ექსტრემისტული ჯგუფები, ჰომოსექსუალური ლობის წარმომადგენლები და “ბანკირი” მღვდელმთავრები! კატეხიზმო თავიდან უნდა დაიწეროს და ეკლესია უნდა გათავისუფლდეს მესიანისტური იდეებისა და იდეოლოგიზებული კლიშეებისაგან! ზოგიერთ პრობლემას თერაპიულად უნდა ვებრძოლოთ, ზოგსაც ხისტად! ამის პოტენციალი მადლისმიერი თუ ინტელექტუალური რესურსი არსებობს, მთავარია სისტემური ნება! ტრენდია შესაცვლელი!

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

banner
წინა სტატიაშიხვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ
შემდეგი სტატია„ქოცების“ ვიზიტის მერე ზუგდიდი ნაომარ ველს დაემსგავსა