საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ომეგა ჯგუფი“ განცხადებას გააკეთებს

როგორც „თაიმერს“ „ომეგა ჯგუფიდან“ აცნობეს, ხვალ, 8 აპრილს, 11:00 საათზე,  „ომეგა ჯგუფი“ საერთაშორისო  სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

ომეგა“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფია, რომელიც   ზაზა ოქუაშვილმა დააფუძნა და უკვე 30 წელია წარმატებულად მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. “ომეგა“ ჰოლდინგიაერთიანებს ფაბრიკა “ოჯთ“-ს, სტამბას – “ომეგა თეგი“, რომელიც მსოფლიო ბეჭდვითი ლიდერის “ჰეიდელბერგის“ პარტნიორია, “ომეგა მოტორ ჯგუფს“, რომელიც – BMW, MINI, Bentley Motors,Maserati, General Motors და Opel-ის ოფიციალური, გენერალური იმპორტიორია საქართველოში. მასში შემავალია ასევე ტელეკომპანია “იბერია“, რომლის მაუწყებლობაც, ხელისუფლების მხრიდან “ომეგა ჯგუფზე” განხორციელებული ზეწოლის გამო, იძულებით არის შეჩერებული.

დღესდღეობით “ომეგა ჯგუფში“ დასაქმებულია 1 500-მდე თანამშრომელი.

“ომეგა ჯგუფს“ სახელმწიფო ბიუჯეტში ბოლო წლების განმავლობაში 1,5 მილიარდ ლარზე მეტი აქვს შეტანილი.

“ომეგა ჯგუფმა“ მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 195 მილიონილარის ინვესტიცია განახორციელა.

გაჩერებული “ომეგას“ ფაბრიკის ხელახალი ამუშავების შედეგად 2018 წლის მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში “ომეგას“ წარმოებამ სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა.

მთავრობის მხრიდან, ომეგას ფაბრიკის, “ოჯთ“-ს ისევ გაჩერებამ 2019 წლის მხოლოდ იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტს დააკარგვინა 12 მილიონ ლარამდე.

პრესკონფერენცია „ომეგა ჯგუფის“ ფაბრიკა „ოჯთ“-ში გაიმართება  (მის.: ვაშლიჯვარი, პეტრე სარაჯიშვილის #17)

 

banner
წინა სტატიაში„ძვირფასო ზესტაფონელებო…” – არჩილ თალაკვაძე ჭიათურელებს მიმართავს
შემდეგი სტატიახვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ