ხვალ, 10 მარტს, პარტიის -„კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება

ხვალ, 10 მარტს, პარტიის -„კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. პარტიის დამფუძნებელი პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანია. პარტიის სახეები, არსებული ინფორმაციით, იქნებიან ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ქეთევან ენუქიძე, ვატო გელაშვილი, გიორგი ცობეხია.
როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, პარტიის ბირთვი ახალგაზრდები იქნებიან.

პარტიის -„კანონი სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა ხვალ, 10 მარტს, 14: 30 საათზე, „ექსპოჯორჯიას“ მესამე პავილიონში (აკ. წერეთლის გამზირი, 118) შედგება და მას დიპლომატიური კორპუსისა და ასევე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მუმლაძე – ტაქსის მძღოლები შეთანხმებას არღვევენ, ორთაჭალის ავტოსადგურს საერთაშორისო რეისებისთვის იყენებენ
შემდეგი სტატიასამეგრელოში მუნიციპალური სანერგე მეურნეობების მოწყობა იგეგმება