ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

ხულოში, მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ხულოს რესურსცენტრის უფროსის ედუარდ მიქელაძის ინფორმაციით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა.
მისივე ინფორმაციით, მე-12 კლასელის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა. მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამხდარიყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“მზად ვართ, პრეზიდენტს ვესაუბროთ… შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია” – საზოგადოებრივი მაუწყებელი
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების საკითხები – გიორგი აბაშიშვილის და დავით რაქვიაშვილის შეხვედრები ბათუმში