ხუდადოვზე საქართველოს ფოსტის სავაჭრო ჯიხურის დაყაჩაღებისთვის, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხუდადოვის ქუჩაზე “საქართველოს ფოსტის” კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის დაყაჩაღების გამო ერთი პირი დააკავეს.

შსს-ის ცნობით, 1978 წელს დაბადებული ო. ჯ. რამდენიმე დღის წინ “საქართველოს ფოსტის” სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6 200 ლარი გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ის ინფორმაციით დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 5-დან 7 წლამდე.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში კატერი კლდეს დაეჯახა, არიან დაღუპულები
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს