“ყოველთვის უშვერი სიტყვებით ლანძღვა პატრიარქის… მას, როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს“

საპატრიარქოში მიმიდნარე მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ივანიშვილი ყოველთვის უშვერი სიტყვებით ლანძღავდა საქართველოს პატრიარქს.
„ბევრი საუბარი მე მასთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან ყოველთვის იყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა საქართველოს პატრიარქის. ნუ, არ მსიამოვნებდა ხოლმე და ყოველთვის ვაწყვეტინებდი და ეს მივხვდი მერე, რა არის. მას, როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვანო ჩხარტიშვილი იმ მოტივით, რომ პატრიარქი დაიღალა, მას გადადგომას ურჩევდა, სააკაშვილი აცხადებს – „ვაი, მართლა საცოდავიო საქართველო! ვანო ჩხარტიშვილი წყვეტს, პატრიარქი უნდა გადადგეს თუ არა.”

banner
წინა სტატიაში“მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება ორი რამით – სასახლეში რომ შევიდა და მე რომ მოქალაქეობა ჩამომართვა” – სააკაშვილი
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობა – კვირის ბოლოს საგამოძიებო კომისია შს მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს გამოჰკითხავს