მოზარდების მკვლელობა – კვირის ბოლოს საგამოძიებო კომისია შს მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს გამოჰკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებებს დღეს რამდენიმე მოწმე მისცემს. გამოკითხვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფის ფარგლებში გაიმართება.

დეპუტატები იმ პირებს გამოკითხავენ, რომლებსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან კავშირი ჰქონდათ.

პარასკევს კი კომისიის შეკითხვებს შსს-ს მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი-ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი უპასუხებენ.

banner
წინა სტატიაში“ყოველთვის უშვერი სიტყვებით ლანძღვა პატრიარქის… მას, როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს“
შემდეგი სტატიათბილისში დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება