“მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება ორი რამით – სასახლეში რომ შევიდა და მე რომ მოქალაქეობა ჩამომართვა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი მარგვლეაშვილი ისტორიას დარჩება როგორც პრეზიდენტი, რომელიც შევიდა პრეზიდენტის სასახლეში და რომელმაც მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით – ერთი, რომ შევიდა სასახლეში და არ გააყიდინა სასახლე ივანიშვილს, გადაარჩინა სასახლე, როგორც ინსტიტუტი და მეორე, რომ მე ჩამომართვა მოქალაქეობა, შეიძლება შევიდეს მესამე რამითაც, რომ შეიწყალოს პოლიტპატიმრები, რომლებიც ახლა ციხეში სხედან და მე დამიბრუნოს მოქალაქეობა, მაგრამ მე არ მგონია, რომ მას ამის გამბედაობა ეყოს, ეს არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი, მათ შორის საპრეზიდენტო ინსტიტუტი, საქართველომ დაკარგა ბოლო 6 წელი, მათ შორის დაკარგა ბოლო 5 წელი მარგველაშვილის პრეზიდენტობით, რა დარჩება საქართველოს ისტორიას გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალეთ, როგორც ჩანს ისე წავა, რომ არ ეყოფა არც კაცობა, არც ერთი გრამი სინდისი, რომ დამიბრუნოს მოქალაქეობა, რომ საქართველოს გადარჩენაში მივიღო მონაწილეობა, დაბრკოლებები რომ მომიხსნას, რადგან ამის გარეშეც მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძალადობა, გაუპატიურება და ძარცვა – დაკავებულ ტაქსის მძღოლს ბრალს დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატია“ყოველთვის უშვერი სიტყვებით ლანძღვა პატრიარქის… მას, როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს“