ხოშტარია – გიგი უგულავას განცხადება კატასტროფა იყო და ვგმობ, გამიხარდა, რომ ბოდიში მოიხადა

უგულავას განცხადებას ვგმობ და არ ვეთანხმები. გამიხარდა, რომ ამაზე ბოდიში მოიხადა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, განცხადებების დროს ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.

„გიგი უგულავას განცხადება კატასტროფა იყო. თუ არ ვცდები, მან ბოდიში მოიხადა. თუმცა მე ყველას, ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ჩემი კოლეგა იქნება, ოპოზიციონერი თუ ვინც არ უნდა იყოს, რომ დღეს ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა აბსოლუტურად ისტერიული და არანორმალური სიტუაცია. ამიტომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება.

უგულავას განცხადებას ვგმობ და არ ვეთანხმები. გამიხარდა, რომ ამაზე ბოდიში მოიხადა. ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. საერთოდ კომენტარიც კი არ მინდა იმაზე, რომ არ არსებობს საქართველოში ვინმეს ბავშვი და ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს. არც ერთი ადამიანი არ არსებობს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან წულუკიანით გაგრძელებული, ვის ჯანმრთელობასაც რაიმე უმცირესი ზიანი მაინც მიადგეს. აღარ ვლაპარაკობ ოჯახის წევრებზე. ასეთი განცხადებების გაკეთება არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – ოპოზიციის აქციებზე 46 პირის დაკავებით “ისტერიული ხელისუფლების” სახე ჩანს
შემდეგი სტატიასარჯველაძე – უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს არ აქვს გამართლება, ნურავინ ეცდება, ეს საქციელი ახსნას ემოციური ფონით, ეს არის ის, რაც არც ახსნას ექვემდებარება, არც გამართლებას, არც პატიებას