ხოშტარია: აშშ-ს ყველაზე კარგად ესმის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, როცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაინახავს, რომ ამდენი ადამიანი იბრძვის თავისუფლებისთვის, ამას კონკრეტული შედეგი ექნება.

“საამაყოა, როცა შენი ქვეყანა გამოიყურება ასე და მოქალაქეები მდუმარედ, ორგანიზებულად დგანან და ერთი და იგივეს ამბობენ, რომ ჩვენ არ ვეგუებით გაყალბებულ, წართმეულ არჩევნებს, ეს არის ქვეყნის სახე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რას ფიქრობენ მოქალაქეები, ის აზრს და პოზიციას იყალიბებს არამხოლოდ იმით, რას ეტყვიან კაბინეტებში, არამედ როგორ პოზიციონირებს ქვეყანა, რას ამბობენ მოქალაქეები, რისთვის იბრძვიან, ამერიკას ყველაზე კარგად ესმის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა.

როცა პომპეო დაინახავს, რომ ამდენი ადამიანი იბრძვის თავისუფლებისთვის და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, ამას ექნება ძალიან კონკრეტული შედეგი, ამას დაინახავს მთელი მსოფლიო”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის წევრები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ. აქციის მთავარი მესიჯია – არჩევნები გაყალბებულია.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიანიკა მელია: აქციები გაგრძელდება, სანამ თვალი თვალს არ გაუსწორდება