ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა მირზა სუბელიანთან შეხვედრა დაადასტურა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 28, 2018 17:26

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა მირზა სუბელიანთან შეხვედრა დაადასტურა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე სასამართლოს პირველი ჩვენება იმ არასრულწლოვანმა მისცა, რომელსაც პროკურატურა განზრახ მკვლელობას ედავება. ერთ-ერთი მოკლულის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არასრულწლოვანმა საქმეში პროკურორ მირზა სუბელიანის ჩარევა დაადასტურა.

“მოწმემ პირდაპირ დაადასტურა მირზა სუბელიანთან შეხვედრა. როდესაც სუბელიანი კალანდიების სახლში მივიდა, მიესალმა კიდეც მას. მიხეილ კალანდიამ კი უთხრა, რომ ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია და ამ საქმეს თვითონ დაალაგებსო. მირზა სუბელიანზე სამართლებრივი დევნა აქამდე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რადგან აქამდე არ დაიწყეს, ახლა კიდევ ერთი მოწმე ადასტურებს უკვე ამ საქმეში სუბელიანის უხეშ ჩარევას”, – თქვა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, მოწმემ დეტალურად აღწერა ხორავას ქუჩაზე მომხდარი და საქმეში სხვა პირების მონაწილეობაზეც ილაპარაკა.

“მოწმის ნათქვამით, მიხეილ კალანდიას ქურთუკის მკლავზე სისხლი დაინახა და ასევე რაღაც საგანი, რაც ხელში ეჭირა. პროკურატურას და შოთაძეს არ უნდოდათ ამის აღიარება”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ასევე დაადასტურა, რომ მოწმემ დღეს მირზა სუბელიანი ამხილა.

“მოწმის ჩვენებით დადასტურდა აღნიშნული და დადასტურდა სხვადასხვა პირის მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა, მტკიცებულებათა გადანდგურებაში მონაწილეობა და კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის ორგანიზება და დამალვაში მონაწილეობაც”,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 28, 2018 17:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,878
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics