ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა აქციას აანონსებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თბილისში აქცია „ნუ მოკლავ – აღასრულე სამართალი“ გაიმართება.​ამის შესახებ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ზაზა სარალიძემ განაცხადა.

ზაზა სარალიძის თქმით, აქცია 24 აპრილს იგეგმება. ამავე დღეს, 10:30 საათზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება.

საპროტესტო აქცია სხდომის პარალელურად 11:00 საათზე დაიწყება. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობს. მისი განცხადებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ კონფლიქტში მონაწილე სხვა მოზარდებიც. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეგავლენას ახდენს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა
შემდეგი სტატიაზახაროვა: ტატუნაშვილის საქმემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენა ვერ მოახდინა