ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საბოლოო ვარიანტი პარლამენტის ბიუროს 6 სექტემბერს წარედგინება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საბოლოო ვარიანტი პარლამენტის ბიუროს 6 სექტემბერს წარედგინება, – ამის შესახებ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიამ მოხსენების პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და დასკვნა უკვე წარედგინა კომისიის წევრებს. როგორც კაპანაძემ განმარტა, ამის შემდეგ კომისია დასკვნის განხილვას დაიწყებს.

„ჩვენ ახლა მოხსენებაზე მუშაობის მეორე ეტაპზე გადავედით. რაც ამ მოხსენების განხილვას, მასზე შეჯერებას და გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს. ამისთვის მომდევნო დღეებში გარკვეული  გრაფიკი გვექნება. ეს საკმაოდ ფორსირებული მუშაობის გრაფიკი იქნება, რადგანაც კომისიას განსახილველად ვრცელი დოკუმენტი წარვუდგინე. ამას შემდეგი დღეების განმავლობაში რამდენიმე სხდომა დასჭირდება.ოთხი სხდომა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იყოს და კომისიამ ამ მოხსენებასთან დაკავშირებით თავის პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, კომისიის ბოლო სხდომა 5 სექტემბერს ჩატარდება, რა დროსაც კენჭი ეყრება იმ პროექტსა და რეკომენდაციებს, რომელიც კომისიის წევრებს შორის შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში შეთანხმდება.

„6 სექტემბერს ბიუროს წარედგინება და მომდევნო პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე დასკვნას ოფიციალურად წარადგენს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს.
შემდეგი სტატია,,მარგველაშვილს ძალიან ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული , სწორედ ამან განაპირობა მისი რეიტინგის ვარდნა”