თბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს.

თბილისში, მშვიდობის კათედრალში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში ამერიკის დროშის გარდა, საქართველოსა და უკრაინის დროშებია გაშლილი.

ცერემონიას კიევის საპატრიარქოს არქიმანდრიტი კირიონ ინასარიძეც ესწრება.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის განცხადებით, მაკკეინი ძვირფასია მსოფლიოში თავისუფლების მოყვარული ადამიანებისთვის.

“ის ყოველთვის იყო დამცირებულებისშევიწროებულების და გარიყულების გვერდით. მისი კვალი წარუშლელი იქნება პლანეტის უახლოეს ისტორიაში”, – აღნიშნა სონღულაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ეს იყო ტყის ხანძრების ისტორიაში პირველი ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრაფად მოხდა”
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საბოლოო ვარიანტი პარლამენტის ბიუროს 6 სექტემბერს წარედგინება