,,მარგველაშვილს ძალიან ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული , სწორედ ამან განაპირობა მისი რეიტინგის ვარდნა”

ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილს კომპეტენცია არ ყოფნის, ძალიან ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული და სწორედ ამან განაპირობა მისი რეიტინგის საკმაოდ სერიოზული ვარდნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩემი შეფასებით, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მაგრამ მიზეზებზე ჩემი და მარგველაშვილის შეფასებება ერთმანეთისგან განსხვავდება.  ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იყო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საბოლოო ვარიანტი პარლამენტის ბიუროს 6 სექტემბერს წარედგინება
შემდეგი სტატიატერეზა მეის მკვლელობის დაგეგმისთვის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს