ყოფილი პრემიერის მიერ გამოქვეყნებული წერილი ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2016 15:21

ყოფილი პრემიერის მიერ გამოქვეყნებული წერილი ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერის მიერ გამოქვეყნებული წერილი ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო.
„ეს იყო ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი. ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ლაივში ვუყურებ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს; ამბობს, რომ არ აქვს ბიზნეს ინტერესები და ვხედავთ პანორამა თბილისს და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას; ამბობს, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად, აღარ არის ძალადობა და კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან უბრალო, ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს; ივანიშვილი ამბობს, რომ ის არის მთავარი დაბრკოლება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დაიბრუნოს ხელისუფლება, სინამდვილეში ის არის მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის და ნაციონალური მოძრაობა 8 ოქტომბერს ამ დაბრკოლებას გადალახავს წარმატებით.“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2016 15:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics