ხობში მამაკაცი დააყაჩაღეს

Crime Scene

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა და გარკვეული რაოდენობის თანხა გასტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს ხვდება
შემდეგი სტატიაირაკლი ნოზაძეს დღეს საავადმყოფოში გამოკითხავენ