ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 42 წლის მამაკაცი დაიღუპა

ხობში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

“თაიმერის” ინფორმაციით 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისში გადაასვენა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო “თაიმერთან” განმარტავს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატია“შუშები დაგვხვდა დალეწილი და ოფისი დარბეული!” -ზაზა სარალიძის მხდამჭერი აქცია