“შუშები დაგვხვდა დალეწილი და ოფისი დარბეული!” -ზაზა სარალიძის მხდამჭერი აქცია

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განცხადებით, ზაზა სარალიძის მხდამჭერი აქციის მოსმზადებლად მისულებს ოფისის ფანჯრები ჩამტვრეული დახვდათ.
“ზაზა სარალიძის მხდამჭერი აქციის მოსმზადებლად გადავწყვიტეთ ადრე შევკრებილვიყავით ოფისში, სადაც მისვლისას შუშები დაგვხვდა დალეწილი და ოფისი დარბეული!
როგორც ჩანს ხელისუფლებას ძალიან ,,აეწვა” დაანონსებული აქციები და ამ ფორმით ცდილობს ჩვენთან კომუნიკაციას…
შუშები კიარა, სულ რომ გადადგათ ეს შენობა, უახლოეს დღეებში ჩატარდება ფართომაშტაბიანი აქციები და თქვენ მიიღებთ საერთო სახალხო მღელვარებას!
ყველ თქვენს დანაშაულებრივ ქმედებას აეხდება ფარდა და სთითაოდ აგებთ პასუხს!” წერს კუპრავა “ფეისბუქზე” და შესაბამის ფოტომასალას ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 42 წლის მამაკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიასოფელ ხეთაში ავტომობილი გაზის მილებს შეეჯახა