ხობში ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება.
ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.
პროექტის შესაბამისად 60 მეტრზე მოეწყობა გაბიონი.
აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ნაწილი დაზიანებული იყო, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებოდნენ.
გაბიონის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია გაეცნენ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირში ოპონენტები ამჯერად “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ – განცხადება თამარ კორძაიამ გააკეთა
შემდეგი სტატიაფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სრულდება