არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირში ოპონენტები ამჯერად “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ – განცხადება თამარ კორძაიამ გააკეთა

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გრძელდება. ამჯერად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირში ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს. “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” იმ ორგანიზაციების ნუსხას ავრცელებს, რომლებსაც ხელისუფლება აფინანსებს და შესაბამისად საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. კონკრეტულ ორგანიზაციებზე “ენმ – ძალა ერთობაშიას” წევრმა თამარ კორძაიამ ისაუბრა.

“2020 წლის 6 თებერვალს, საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 30 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა. ესენია: არასამთავრობო ორგანიზაცია “საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი”, რომლის თავმჯდომარეც ნათია მოდებაძეა და ის “ქართული ოცნების” სატრენინგო ცენტრში მუშაობს. მეორე ორგანიზაციაა “საზოგადოებრივი დამცველი”, მას ირინა ფუტკარაძე ხელმძღვანელობს,”- აღნიშნავს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, გაერთიანებული ოპოზიციის “ენმ – ძალა ერთობაშიას” წევრი თამარ კორძაია.

banner
წინა სტატიაშიტანსაცმელი, რომელიც ესებუას კადრებში აცვია, მამამ ჟურნალისტებს გამოუტანა
შემდეგი სტატიახობში ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს