ხმაურიანი სხდომა შუახევის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე – ოპოზიციის თქმით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი კანონდარღვევით აირჩიეს

ოპოზიციის ინფორმაციით, შუახევის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი კანონდარღვევით აირჩიეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ხმაურიანი სხდომის პროცესში „ქართული ოცნების“ ოფისიდან დარეკეს და მისცეს მითითება, თუ ვინ უნდა აერჩიათ ამ თანამდებობაზე.

საგანგებო ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისია გულგრილობაში დაადანაშაულა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია აბსოლუტური გულგრილობით, დანაშაულებრივი გულგრილობით თვალ-ყურს ადევნებს თუ როგორ აკომპლექტებს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბები საუბნო საარჩევნო კომისიებს და ცენტრალური საარჩევნო კომისია არანაირ რეაგირებას არ ახდენს ასეთ უმსგავსო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ არჩევნებთან დაკავშირებით არაფერ შუაში აღარაა. მას მიშვებული აქვს ყველა პროცესი ადგილებზე და პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბები აკომპლექტებენ საუბნო საარჩევნო კომისიას. ცენტრალური საარჩევნო კომისია არანაირ პასუხისგებას არ იღებს ამ საკითხთან დაკავშირებით. არის მხოლოდ დუმილი, დანაშაულებრივი გულგრილობა და რა ობიექტურ, რა სამართლიან არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი ასეთ პირობებში,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიარიჩარდ ჰამონდი და ჯერემი კლარკსონი ჯერ კიდევ თბილისში არიან