ხმაური ზუგდიდში – გარემოვაჭრეებთან შეთანხმება ვერ შედგა

ხმაური ზუგდიდში – გარემოვაჭრეებთან შეთანხმება ვერ შედგა. ისინი 24 საათიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

“სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, არ გავჩერდებით,” – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე მარინა ფარულავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქში გარევაჭრობა აღარ იქნება. მისი თქმით, გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული სავაჭრო ადგილი შესთავაზეს, თუმცა, ისინი უარს ამბობენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ გულაშვილი: ,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ხელს შეგვიწყობს, რომ არა თუ კავკასიაში, არამედ რეგიონშიც მსხვილ მოთამაშედ ვიქცეთ“
შემდეგი სტატიასაგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლება პრეზიდენტს რჩება