საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლება პრეზიდენტს რჩება

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება კვლავ პრეზიდენტს ექნება. აღნიშნული უფლებამოსილების მთავრობისთვის გადაცემას რეზერვის სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებდა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების მოსაზრება იქნა გაზიარებული.
„ჩვენს მიერ წარდგენილი ცვლილებებით, პრეზიდენტს უფლებამოსილება კვლავ ჰქონდა, რომ საომარი მდგომარეობის დროს მობილიზაცია გამოეცხადებინა, თუმცა ამავე ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება მთავრობას ჰქონდა. ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის მხრიდან მოსაზრება იყო, რომ ეს უფლება კვლავ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დაბრუნებულიყო. ამ მოსაზრებას დავეთახმეთ. მეორე მოსაზრება მობილიზაციის გამოცხადების პროცესში პარლამენტის მონაწილეობას ეხებოდა. ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებებით, ამ პროცესში პარლამენტი მონაწილეობას აღარ ღებულობდა და ამ გადაწყვეტილებას არ ადასტურებდა. ფაქტიურად, დეპუტატები ჩვენს მოსაზრებას დაეთანხმნენ და ჩვენი ვერსია კვლავ დარჩება. ანუ, მობილიზაციის გამოცხადების პროცესში პარლამენტი მონაწილეობას არ მიიღებს. მესამე მოსაზრება ეროვნული თავდაცვის გეგმის დამტკიცებას შეეხებოდა და მათი ხედვით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივა უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენი მოსაზრებით, ეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა საშუალებას საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტის იმ ნაწილში, რომ პრეზიდენტს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფუნქციები”, – განაცხადა გელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხმაური ზუგდიდში – გარემოვაჭრეებთან შეთანხმება ვერ შედგა
შემდეგი სტატიაიანვარში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა