ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – ჟიული შარტავას დარბაზის შესასვლელთან ამ წუთებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან შეკრებილი. არცერთ მათგანს კომიტეტის სხდომაზე, სადაც “ოცნების” რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს, დასწრების უფლებას არ აძლევენ.

პარალელურად, კომიტეტზე შეიყვანეს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები.

არასამთავრობოებსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხლა- შემოხლაა. პროტესტის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა და კომიტეტის სხდომაზე დასწრება სცადეს.

დაცვის სამსახური კომიტეტზე არც ოპოზიციონერ დეპუტატებს უშვებს და ძალის გამოყენებით ჟურნალისტებსაც ატოვებინებს ტერიტორიას.

banner
წინა სტატიაშიევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი – საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპორტი უყვარს, მას ბევრი რამ აქვს გაკეთებული სპორტისთვის და კვლავაც ბევრს გააკეთებს
შემდეგი სტატიასაგარეო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ