ხმაური და დაპირისპირება ბათუმში – მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში – მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი რეზო წულუკიძისა და ელდარ არძემაძის დაკავებას აპროტესტებენ.

წულუკიძე და არძემაძე ორი დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ისინი უკანონოდ დააპატიმრეს, რის გამოც მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა რეზო წულუკიძესა და ერთ-ერთ ბათუმელს შორის, რის შემდეგაც რეზო წულუკიძე და ელდარ არძენაძე ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა პოლიციამ ისევ ისინი დააკავა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, რეალურ დამნაშავებს ხელს აფარებენ და უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე წარსულში ნასამართლევი პირები არიან. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციფენტის გამო იხდიდნენ სასჯელს.

შსს-ში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სხვადასხვა სახელმწიფოს, ინტერესი გამოთქვა ისრაელმა, ავსტრიამ, დიდი ხანია, არსებობს მეზობელი სახელმწიფოების ინტერესი