ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია (ვიდეო)

ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე დილით ძლიერი ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ბრაჩუკი იუწყება.

“წინასწარი მონაცემებით, საწვავის ტერმინალი იწვის. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას!” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

რუსული მედიის ცნობით, ხიდზე ძლიერი ხანძარია და იქ ხალხს არ უშვებენ. მათივე ინფორმაციით, ხიდზე საწვავის ავზი იწვის.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, ჩანს, რომ ხანძარი ხიდის რკინიგზის ნაწილს მოედო და მნიშვნელოვნად დაზიანდა საავტომობილო გზაც.

https://youtu.be/EnKCTc239s8

https://youtube.com/shorts/PF8V0tBAQTg?feature=share

banner
წინა სტატიაშიკვიპროსში გამართულ მინისტერიალზე მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის განვითარების საკითხები განიხილა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გაათავისუფლეს