ხერსონში ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე აგრესორებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

რუსეთის მიერ დროებით კონტროლირებად ხერსონში ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე აგრესორებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას news.sky ავრცელებს.

მშვიდობიანი მოქალაქეები ომის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე უკრაინის დროშებითა და ტრანსპარანტებით გამოვიდნენ, თუმცა მათ ოკუპანტებმა არ მისცეს შესაძლებლობა პროტესტი ბოლომდე გამოეხატათ. აგრესორებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

26 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განცხადება გაკეთდა, აღნიშნული განცხადებით თანახმად, უკრაინამ ხერსონზე კონტროლი დაკარგა.

აგრესორი მხარის განცხადებით, ხერსონში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შესაძლოა NATO-ში შესვლაზე გავლენის მოხდენა სცადოს – ფინეთისა და შვედეთის დაზვერვა
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის გამოცდილებას, მოროკოს პარლამენტს გაუზიარებს