ხელისუფლების პროპაგანდისტული სვლა და ისტორიის საკუთარ თავზე მორგების მცდელობა -ხუხაშვილი ივანიშვილის სახელმძღვანელოში შეტანაზე

“ისტორიის სახელმძღვანელოს პრობლემა ის გახლავთ, რომ მიმდინარე მოვლენებსა და მოქმედ პოლიტიკოსებზე მასში მოცემული უნდა იყოს მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია, შეფასებითი ნაწილის გარეშე.

მიზეზი მარტივია – მიმდინარე პროცესს საზოგადოება განსხვავებულად, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავად აფასებს და ეს ბუნებრივია.

შესაბამისად, შეფასებითი ნაწილი უნდა აღვიქვად, როგორც მოქმედი ხელისუფლების პროპაგანდისტული სვლა და ისტორიის საკუთარ თავზე მორგების მცდელობა.

შეფასებითი ნაწილი ისტორიაში ჩნდება მხოლოდ შესაბამისი ისტორიული ციკლის დასრულების და მოქმედი პირების თამაშიდან გასვლის შემდეგ.

ადამიანი, რომელიც ამ მარტივ წესს დაარღვევს არის არა ისტორიკოსი, ან თუნდაც პედაგოგი, არამედ ბანალური პროპაგანდისტი”- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი განათლების სამინსიტროს მიერ ისტორიის სახელმძღვანელოში ოლიგარქისთვის დათმობილ პარაგრაფსა და ივანიშვილის დიდ ქველმოქმედად და მეცენატად მოხსენიებას.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა პუბლიცისტი, ფილოლოგი, ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე
შემდეგი სტატია2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება