“ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები”

დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ხდებოდა ეს წინა არჩევნების პირობებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს. პასუხიმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც, რადგან ისიც პოლიტიკის ნაწილია და ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ხდებოდა ეს წინა არჩევნების პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიადიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება