ხელისუფლებას უკვე აქვს გეგმები მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე – გიგლა თუმანიშვილი

“მთავარი არხის” ჟურნალისტი, გიგლა თუმანიშვილი უკვე ორი დღეა შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

გიგლა თუმანიშვილი ამბობს, რომ მისი პროტესტი მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყდება.

“ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებას უკვე აქვს გარკვეული გეგმები ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, რომ არ გადაიყვანდნენ მიხეილ სააკაშვილს, შეიძლება, ნებისმიერ წუთს მიიღონ ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ველოდებით. ამ გადაწყვეტილების მიღებას და როგორც ჩვენთვის არის ასევე ცნობილი, გარკვეული შეკითხვები უკვე “ქართული ოცნების” გუნდის შიგნითაც გაჩნდა, თუ რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალქო ტიპის დაწესებულებაში”,– ამბობს გიგლა თუმანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციის ალყაში მოქცეული სალხინო – ვითარება სამონასტრო კომპლექსში
შემდეგი სტატიამამაკაცი “ფეისბუქით” მოქალაქეებს სწრაფ სესხს ჰპირდებოდა, მათი ანგარიშებიდან კი თანხას ირიცხავდა