სააკაშვილს არ შეუძლია ციხეში ყოფნა, ეშინია – მეუფე იაკობი

„სააკაშვილი რომ ციხეშია, ჩვენი ბრალია? რატომ გამოგვიგზავნა უკრაინამ ? რომ არ გამოეგზავნათ, იქ მშვიდად იქნებოდა,“ – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

როგორც სასულიერო პირმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, „მაგ კაცს ციხეში ყოფნა არ შეუძლია, რადგან ეშინია და ვაჟკაცი არ არის“.

ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, „ევროპელები ქვეყნის შიგნით სიტუაციას ძაბავენ“.

„სააკაშვილი რომ ციხეშია, ჩვენი ბრალია? რატომ გამოგვიგზავნა უკრაინამ ? რომ არ გამოეგზავნათ, იქ მშვიდად იქნებოდა… აქაც, რომ მშვიდად იყოს… ვის რაში სჭირდება ხომ ციხეში? ხომ ხედავთ, რომ არ შეუძლია მაგ კაცს ციხეში ყოფნა, ეშინია. არ არის ვაჟკაცი ხომ ? ქვეყანას მართავს? არ იყო უდიდესი ელიტური კორუფცია იმ დროს ? იმ ხალხს იცავს ევროპა? ჩვენ ხომ ძალით არავის არაფერს ვთხოვთ. ჩვენი სასამართლოც ავიღოთ. ეს სასამართლო ხომ იმ სასამართლოს მემკვიდრეა, ვინც მაშინ იყვნენ ხომ ის ხალხია? შერიგება რამდენჯერ ვთქვით? რომელიმე პარტიიდან ვინმე შერიგებაზე მოვიდა? ნახევარპროცენტიანი ლიდერები რომ გამოდიან და ვითომ რომ ლაპარაკობენ… ევროპელებს ვთხოვ წესიერად მიუდგნენ, შიგნით ქვეყანაში ძაბავენ სიტუაციას. არევით არავის არ ავარევინებთ, შიგნით იმის ძალა გვაქვს, რომ რევოლუცია არავის მოვაწყობინოთ“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას ქვეყანა უკიდურესად სახიფათო სპირალში შეჰყავს – დოლიძე
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თავისუფლების მოედანს ლენინის მოედანი დაარქვეს