ხელისუფლებას „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული გეგმა მარტშივე რომ შეესრულებინა, ჩვენ გადავარჩენდით დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანის სიცოცხლეს – ვახტანგ კალოიანი

„ჯერ კიდევ არის დრო, რომ წლის ბოლომდე აქტიური და აგრესიული კამპანიით, ოღონდ სწრაფი და დროული გადაწყვეტილებებია მისაღები მივაღწიოთ ვაქცინაციის იმ დონეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ სავალდებულო ვაქცინაცია ან სავალდებულო ტესტირება ან წახალისება საშემოსავლო გადასახადის გაუქმების სახით, უნდა იყოს ფორმირებული ის რისკ-ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ეპიდემიოლოგიური რისკი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის მიზნებს.“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა გამართულ ბრიფინგზე.

„ჯერ კიდევ მარტში შემდეგ მაისში და ბოლოს აგვისტოში “ევროპულმა საქართველომ” ხელისუფლებას შესთავაზა ვაქცინაციის ინტენსიფიკაციის კონკრეტული გეგმა, რომელიც მდგომარეობდა აქტიურ და აგრესიულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიაში, წამახალისებელ აქტივობებში, ასევე საგადასახადო შეღავათებში სავალებულოო ვაქცინაციაში ან სავალდებულო ტესტირებაში, რაც მოგვცემდა საშუალებას 60% ჩვენი მოქალაქეების აგვეცრა, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საკოორდინაციო საბჭო აპირებს განახორციელოს იგივე ნაბიჯები, თუმცა ამას არ აქვს მასიური ხასიათი, ის გეგმავს, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს ლოკალურად, რაიონების, სოფლების და კონკრეტული ჯგუფების მიხედვით, მაგალითად პენსიონერები, რაც არის ძალიან სახიფათო, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ჯერ კიდევ მარტში შევთავაზეთ და ახლა ხელისუფლება ფიქრობს რაღაც მსგავსის გაკეთებას, ჩვენ გადავარჩენდით დაახლოებით 3-4 ათას ადამიანს, რაც უდიდესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჯერ კიდევ არის დრო, რომ წლის ბოლომდე აქტიური და აგრესიული კამპანიით, ოღონდ სწრაფი და დროული გადაწყვეტილებებია მისაღები მივაღწიოთ ვაქცინაციის იმ დონეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ სავალდებულო ვაქცინაცია ან სავალდებულო ტესტირება ან წახალისება საშემოსავლო გადასახადის გაუქმების სახით, უნდა იყოს ფორმირებული ის რისკ-ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ეპიდემიოლოგიური რისკი, პედაგოგები, ექიმები, პოლიციელები, საჯარო სამსახური, კვების მრეწველობაში, ვაჭრობაში და საჯარო ტრანსპორტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არიან ძირითადი გამავრცელებლები ამ ვირუსის და ასევე ატიური მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის მიზნებს.“- განაცხადა კალოიანმა

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიასთან, რომელიც პარლამენტში მესამე დღეა შიმშილობს კახა კუჭავა მივიდა
შემდეგი სტატიასახელმწიფომ დაუშვა საბედისწერო შეცდომა და ხელი შეუწყო ეკლესიის დარბევას – რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ჭყონდიდზე