“ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ვალების განულების თემას აფასებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო.
“ყველანაირი ზღვარი მთავრობას, “ფონდ ქართუს” ბიძინა ივანიშვილს ეროვნულ ბანკს შორის წაშლილია, ერთმანეთშია აზელილი. “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ბრძოლა სესხების გამცემებთან იმის ნაცვლად, რომ ეზრუნა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკის წინ წაყვანაზე, იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე : ბიძინა ივანიშვილმა პოლიტკორექტულობით, მაგრამ ყოველგვარი რბილი ტონების გარეშე შეაფასა დღევანდელი მდგომარეობა
შემდეგი სტატია12-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი დაღუპული ნახეს