ხელისუფლებამ არცერთი დანაპირები არ შეასრულა – აჰმედ იმამკულიევი

ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება “ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატი. აჰმედ იმაკულიევთან შეხვედრაზე სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა რაიონში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე საუბრობს.სოფელს სასმელი ,სარწყავი წყლის და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. მერობის კანდიდატი ყიზილაჯლოს მაცხოვრებლებს საარჩევნო პროგრმას აცნობს და აცხადებს რომ დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ’’ევროპული საქართველოს’’ ამოცანაა მომავალზე ზრუნვა და პრობლემების მოგვარებაა .

მარნეულის მერობის კანდიდატის აჰმედ იმამკულიევის განცხადებით : ’’სოფელ ყიზილაჯოში შევხვდი ადგილობრივებს, სადაც გავეცანი მათ პრობლემებს. ჩვენ გავაცანით მოსახლეობას გეგმა რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ პრობლემები მოგვარდეს . ჩვენი უპირატესობა არის დღევანდელი ხელისუფლებისგან, ის რომ ჩვენ მომავალზე ვსაუბრობთ და არა წარსულზე. ‘’ევროპული საქართველო’’ორიენტირებულები ვართ საქართველოს და მარნეულის მომავალზე ‘’ – განაცხადა აჰმედ იმამკულიევმა

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს და მრევლს უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს
შემდეგი სტატიაბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს