ხელისუფლება თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერით, შემდეგ აკავებს ოპოზიცის მხარდამჭერებს რომ თავისი დანაშაული გადააბრალო

“ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისი სიბინძურისა და სიმდაბლის რეკორდები მოხსნა,“- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას.

ვაშაძე პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აკისრებს. საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ოპოზიციის მხარდამჭერებს იჭერენ, რათა დანაშაული მათ გადააბრალონ.

“საქართველოში სუნთქვაც შეუძლებელია იმ სიბინძურის გამო, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან მოედინება, მაშინ, როდესაც სახელმწიფოში უმძიმესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კრიზისია, ე.წ. ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ვირუსულად უგზავნის ასეულობით ადამიანს, სუს-ის მეშვეობით. შემდეგ აკავებს გაერთიანებული ოპოზიცის მხარდამჭერებს და წევრებს იმისთვის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს თავისი დანაშაული გადააბრალოს,”- აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ახმეტის მუნიციპალიტეტში – 28 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა სახელმწიფოს ვალდებულებაა